ართანას ტყეში ავიაციამ ტექნიკურ შემოწმების გამო მუშაობა შეაჩერა
“დაკვამლიანება გაიზარდა, თუმცა ახალი კერები არ წარმოქმნილა”,-ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ართანას ტყეში ავიაციამ მუშაობა შეაჩერა. ერთი ქართული და ორი ირანული ვერტმფრენი რეგლამენტით გათვალისწინებულ ტექნიკურ შემოწმებას გადის.
როდის განაახლებს ავიაცია მუშაობას ჯერჯერობით უცნობია. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 500-მდე მეხანძრე-მაშველი აგრძელებს მუშაობას.