„… დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – 12 სექტემბერს მრავალი ღონისძიება იგეგმება

2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. წელს, 12 სექტემბერს, უკვე მეოთხე წელია, საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ინიციატივით, იმართება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი  „… დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“.
როგორც „კვირას“ საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივისა“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ წარმომადგენელმა  გიორგი სავანელმა განუცხადა, 12 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი და სახელოვნებო საჯარო ღონისძიებები და აქტივობები.

13:00 – პროექტის გახსნა – სიონის ტაძრის ეზო (საიდანაც გამოასვენეს ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 9 სექტემბერს – ძვ.სტლ.). ოფიციალური ნაწილი. მისასალმებელი სიტყვა – სიტყვით გამოვლენ სალიტერატურო და საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლები. აღევლინება პარაკლისი ილია ჭავჭავაძის სახელზე;
14:00 – მსვლელობა – შეკრებილი საზოგადოება/პროცესია სიონის ტაძრიდან ფეხით გაემართება მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისაკენ. მსვლელობის პროცესს, ფონად გაჰყვება ლეგენდარულ მსახიობთა მიერ წაკითხული ილიას ნაწარმოებების ჩანაწერები;
15:00 – მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია – მთაწმინდის პანთეონი – ილიას საფლავთან გაიმართება პერფორმანსი ილიას შემოქმედებისა და მის შესახებ პოეტური ნაწარმოებების მიხედვით. დადგმაში მონაწილეოებას მიიღებენ ქართული თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები;
16:30 – გამოფენა „ილია ხელოვნებაში“ – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სადღესასწაულო დარბაზი – გაიმართება ილიას თემაზე თანამედროვე სახვითი ხელოვნების არტისტების მიერ შექმნილის სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, რომელშიც გაერთიანებული იქნება ილიას სკულპტურები და ფიგურატიული ქანდაკებები, ფერწერული ტილოები და ხატწერის ნიმუშები;
18:30 სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა – წარმოდგენილი იქნება საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ღია ცისქვეშა სცენაზე; ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ახალი დრამატურგიული ნაწარმოების მიხედვით დადგმული წარმოდგენა.
ღონისძიების ყველა ეტაპზე დასწრება თავისუფალი იქნება. საინფორმაციო მხარდამჭერია – საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები