ფილმ „შინდისის“ გადაღებას მთავრობის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს

შინდისი

ფილმ – „შინდისის“ გადაღებას მთავრობის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს. როგორც გაირკვა, ამ მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  801 384 ლარი გამოიყოფა.
მთავრობის განკარგულება, ფილმის გადაღებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ,  „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა. ფილმი 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, სოფელ შინდისში გმირულად დაღუპულ 17 ქართველ ჯარისკაცზეა.
„შინდისს“ ირაკლი სოლომონაშვილის სცენარით რეჟისორი დიტო ცინცაძე იღებს. ირაკლი სოლომონაშვილის სცენარს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად მომხდარი ამბავი უდევს საფუძვლად. ფილმის პროდიუსერია ედმონდ მინაშვილი.
ქართული სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმის „შინდისის“ გადაღებები 12 სექტემბერს დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები