„ანარეკლები – საქართველო, აბდულვაჰიდ ბუხარის კერამიკა“

13 თებერვალს, 18.00-დან 21 .00 საათამდე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა: „ანარეკლები -საქართველო, აბდულვაჰიდ ბუხარის კერამიკა“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ მუზეუმში განუცხადეს, აბდულვაჰიდ ბუხარი ახალგაზრდა ნიჭიერი უზბეკი არტისტია, რომლის შემოქმედების შთაგონების წყაროა ტრადიციული ხალხური უზბეკური კერამიკა, კლასიკური შუასაუკუნეების ისლამური კულტურა და თანამედროვე ფორმები.
გამოფენაზე წარმოდგენილია მისი ახალი ნამუშევრები, ასევე, ნამუშევრები, რომლებიც მან საქართველოში რამდენიმეთვიანი ყოფნის დროს შექმნა და რომელთა ფორმებსა და მოტივებში იგრძნობა ქართული ხალხური კერამიკის გავლენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არტისტის ნამუშევრები, ფოტოკოლაჟები, ასევე მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მისი შემოქმედების შესახებ.
აბდულვაჰიდ ბუხარის კერამიკის გვერდით პირველად გამოიფინება მუზეუმის არქივებში დაცული უნიკალური ფოტომასალა- ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის უნიკალური ფოტოები, რომლებიც 1890-ანი წლების ბუხარისა და სამარყანდის იმჟამინდელ იერსახეს გადმოსცემს. სწორედ ეს ძეგლები და მათი არქიტექტურული მორთულობა და მრავალსაკუნოვანი ტრადიციები იქცა თანამედროვე უზბეკი არტისტის, აბდულვაჰიდ მუხარის შთაგონების წყარო.
გამოფენა 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები