კოტე თოლორაია გარდაიცვალა

მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი კოტე თოლორაია გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე ავრცელებს.
„არაჩვეულებრივი პიროვნება და კარგი არტისტი კოტე თოლორაია გარდაიცვალა“,- წერს ფეისბუქის პირად გვერდზე წულუკიძე და მსახიობთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.
კოტე თოლორაია 1926 წელს დაიბადა,  ის ათეულობით წელი მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა.  მონაწილეობდა ათეულობით ფილმში. მათ შორის: „ალავერდობა“, „მაცი ხვიტია“, „ქალაქი ანარა“, „პიერი მილიციის თანამშრომელი“, „მშრალი ხიდის სიზმრები“, „ლუკას სახარება“, „სამოთხის გვრიტები“, „ადამიანთა სევდა“,  „იავნანა“, და სხვ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები