„ფოტოგრაფიის ღამე – 2017“: 400-მდე ფოტოგრაფის ნამუშევარი გამოიფინება

16 სექტემბერს, 20:00 საათზე, „ფოტოგრაფიის ღამე“ გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „ფოტოგრაფიის ღამე“ წელს ძველი თბილისის ქუჩებიდან გადადის „ფაბრიკაში“ – მულტიფუნქციურ, კრეატიულ სივრცეში.

„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისის ფოტოფესტივალის ცენტრალური ღონისძიებაა, 7000-მდე სტუმრით. „ფოტოგრაფიის ღამე“ 2010 წელს შეიქმნა, როგორც არლის ფოტო ფესტივალის “La Nuit de l’Annee“-ს კავკასიური ვერსია.

8 მასშტაბური ეკრანი და მათზე ნაჩვენები ადგილობრივი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები, მთელს კომპლექსს მოიცავს: სახურავსა და ვესტიბიულს, რესტორანსა და შიდა ეზოს, სამრეცხაოსაც კი.

„ფოტოგრაფიის ღამისთვის“ ფოტოები წარმოადგინა 30-ზე მეტმა სააგენტომ, ორგანიზაციამ, ინსტიტუციამა და გამომცემლობამ.

ფესტივალის ტრადიციულ პარტნიორებთან ერთად, „ფოტოგრაფიის ღამის“ ფარგლებში წარმოდგენილი იქნება იუსტინა მიელნიკევიჩისა და იური კოზირევის ხელმძღვანელობით გამართული, თბილისის ფოტოფესტივალის მასტერკლასის მონაწილე ფოტოგრაფების ნამუშევრები.

„ფოტოგრაფიის“ ღამე ერთ-ერთ გამორჩეულ ღონისძიებად იქცა, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობა, ყოველ წელს, დიდი ინტერესით ელოდება.
2017 წლის „ფოტოგრაფიის ღამის“ პროგრამით, 400-მდე ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება ნაჩვენები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები