აშშ-ში, საფოსტო განყოფილებაში აფეთქებისას ფეხმძიმე ქალი დაშავდა

აშშ-ში, საფოსტო განყოფილებაში აფეთქება მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
მათივე ცნობით, შემთხვევა ინდიანას შტატში მდებარე ქალაქ აღმოსავლეთ ჩიკაგოს საფოსტო განყოფილებაში მოხდა. აფეთქების შემდეგ, შენობაში ცეცხლის გაჩნდა.
როგორც პოლიცია იტყობინება, მომხდარის დროს ფოსტაში სულ ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. დაშავდა ფეხმძიმე ქალი, რომელმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები