მესტია ერეკლე საღლიანის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლებს

 12 სექტემბერს, 17 საათზე, ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ერეკლე საღლიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. საღამო მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სააქტო დარბაზში ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამოს მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ: ქართველი მწერლები, მომღერლები, მსახიობები, მესტიის ფოლკლორული ანსამბლი “რიჰო”, ტრიო “ირინოლა” და ანსამბლი “კვირია”.
საღამოს წამყვანია პოეტი თემურ ჩალაბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები