ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ: ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) ვიცე-სპიკერი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხილიკ ბარი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსი.
ღონისძიებას „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე უძღვებოდა. ყოველწლიურად, 5 სექტემბერს ევროპის ქვეყნებში ებრაული კულტურის დღეები სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. საქართველოში ის წელს პირველად ჩატარდა.
საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის მონაწილე ქვეყანა გახდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით კი, „ისრაელის სახლი“ საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს ხელმძღვანელობს.
„ისრაელის სახლის“ თაოსნობით, ღონისძიებაზე ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის პრეზენტაციაც გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები