წიგნის -„გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს“ წარდგენა გაიმართება

13 სექტემბერს, 19:30 საათზე, „ახალ მზიურში“ გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”  სუზანა კეისენის წიგნის – „გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს“ პრეზენტაციას და ფილმის ჩვენებას გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს ღონისძიება კაფეს ღია სივრცეში ჩატარდება. ჩვენება კი – ქართულ ენაზეა. წიგნზე მთარგმნელი სალომე ბენიძე ისაუბრებს.
სუზანა კეისენის „გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს“ სწორედ ის წიგნია, რომელიც მკითხველს ყველა გასაქცევ გზას უჭრის და სიმართლეს მშვიდი, სასტიკი ტონით უყვება. აქ ჩვენი ალტერნატიული ცხოვრებაა, ყველა იმ ადამიანის, ვისაც ოდესმე მაინც უფიქრია, რომ ის, რაც მის თავს ხდება, შეიძლება, სულაც არ იყოს სხვების რეალობაც.
„გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს“ სასოწარკვეთის, გადარჩენის, საკუთარი თავისგან გასვლისა და დაბრუნების, და ყველაზე უცნაური მეგობრობის ნამდვილი ამბავია, ამბავი, რომელსაც სხვა წიგნის ფურცლებზე ვერ ამოიკითხავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები