თანამედროვე ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი – თბილისი ჟერომ ბელის „გალას” უმასპინძლებს

თანამედროვე ცეკვის ფესტივალი საერთაშორისო შოუქეის პროგრამის ფარგლებში, 12 და 13 სექტემბერს, 20:00 საათზე ნ. დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფის, ჟერომ ბელის დადგმა „გალა“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, „გალა“ თანამედროვე ცეკვის საერთაშორისო სცენაზე ბოლო წლების ერთ-ერთი წამყვანი ქორეოგრაფიული ნამუშევარია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე უმასპინძლა მრავალმა ფესტივალმა და საცეკვაო სცენამ.

„გალა” სპეციფიკური ხასიათის წარმოდგენაა, რომელიც მზადდება 20 სხვადასხვა ასაკისა და სოციალური წარმომავლობის ადგილობრივი პროფესიონალი და მოყვარული მოცეკვავეების მონაწილეობით. „გალა“ არის სპექტაკლი იმაზე, თუ რას გრძნობ როცა ცეკვავ და იმაზეც, თუ როგორ აერთიანებს ცეკვა ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს.

კონცეფცია: ჟერომ ბელი; ასისტენტი: მაქსიმ ქარვერსი;  ადგილობრივი დადგმის ასისტენტები: კიარა გალერიანი და ენიკე ლოპესი.
მონაწილეები: ქართველი პროფესიონალი და მოყვარული მოცეკვავეები; სამხატვრო და კომპანიის განვითარების კონსულტანტი: რებეკა ლი; წარმოების მენეჯერი: სანდრო გრანდო; მრჩეველი ტექნიკურ საკითხებში: ჟილ გენტნერი.
ვებგვერდი: www.jeromebel.fr

პროექტი დააფინანსა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისმა (SCO).

ფესტივალის თანადამფინანსებლები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია. ფესტივალის პარტნიორია ნ. დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები