პროფკავშირების გამგეობის ყოფილი წევრები ოქიტაშვილს ხელისუფლებაში მყოფი ერთი მცირე ჯგუფის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ

საქართველოს პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების ყოფილი ლიდერები ოქიტაშვილის გააქტიურებას და ორგანიზაციის მიერ წინა წლებში გაწეული საქმიანობის კრიტიკას ხელისუფლების ერთ-ერთი ჯგუფის ზეგავლენით ხსნიან. ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გამგეობის ყოფილმა წევრებმა, მედიცინის პროფკავშირის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჯონი ჯანაშიამ და თვითდასაქმებულთა პროფკავშირის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა აგლაძემ დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადეს.
საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატია.
ჯანაშიას თქმით, ის  „გულწრფელად გაოცებულია, რადგან დავით ოქიტაშვილი ერთი თვის წინ ჯერ კიდევ მისი, ირაკლი პეტრიაშვილის და გამგეობის სხვა წევრების კარგი მეგობარი იყო, ერთი თვის წინ მხარს უჭერდა პეტრიაშვილის კანდიდატურას, მანამდე მის ყველა გადაწყვეტილებას და ახლა კი ნაციონალების დაკვეთების შესრულებასა და გირგვილიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულებთან მეგობრობაში ადანაშაულებს“.
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ჯანაშია ოქიტაშვილის მხრიდან მედიცინის სფეროს პროფკავშირების კრიტიკასაც შეეხო და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამართული აქციები, მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ განხორცილებული ზეწოლა, მუქარა და თავდაცვის მიზნით აშშ-ს ელჩთან შეხვედრა გაიხსენა.
„მე ვარ გულწრფელად გაოცებული! ადამიანი, რომლიც იყო ჩვენი მეგობარი, თანამოაზრე და კარგად ახსოვს 2012 წლამდე ყველა ჩვენი აქცია, როგორც მედიცინის სფეროსთან დაკავშირებით, ასევე მეტალურგების და მაღაროელების მხარდასაჭერად, დღეს ხათუნა ხოფერიასთან ერთად მადანაშაულებს თითქოს მედიცინის მუშაკთა დასაცავად მე და პროფკავშირებს არაფერი გაგვიკეთებია. საქართველოს პროფკავშირები მაგალითი იყო მთელი დასავლეთ ევროპის და ჩვენი რეგიონის პროფკავშირებისთვის თუ როგორ უნდა ებრძოლათ დასაქმებულთა უფლებებისთვის. პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების პროფკავშირების ყრილობაზე, როდესაც ჩვენს აქციებსა და შედეგებზე ვსაუბრობდი გაოცებულები ისმენდნენ და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, აცხადებდნენ, რომ საქართველო მათთვის მისაბაძი იყო“, – განაცხადა ჯანაშიამ.
პრეს–კონფერენციაზე დავით ოქიტაშვილის ბრალდებებზე პროფკავშირების გამგეობის კიდევ ერთმა ყოფილმა წევრმა, ზაზა აგლაძემაც ისაუბრა. მან ოქიტაშვილი „ვიღაცის დავალებების“ შესრულებაში დაადანაშაულა და არჩევნებში დამარცხება უწინასწარმეტყველა.
მისი თქმით „ოქიტაშვილს ეს ბრძოლა უკვე წაგებული აქვს და მსგავსი განცხადებით ცდილობს ყურადღბის მიქცევას“.
აგლაძემ პეტრიაშვილის პროფესიონალიზმეც გაამახვილა ყურადღება. ნაციონალური მოძრაობის დროს სასამართლოში მოგებული 20 საქმე გაიხსენა და დასძინა, რომ სწორედ ეს 20 საქმე იყო ყველასთვის ცნობილი იმ 0.1 % გამამართლებელი განაჩენით, რომელიც მაშინდელმა სასამრათლომ პროფკავშირების თავგანწირული ბრძოლის ფონზე გამოიტანა.
მისი თქმით, ყველაზე უკეთ საქართველოს პროფკავშირებს ირაკლი პეტრიაშვილი უხელმძღვანელებს და რომ არა განვითარებული მოვლენები, ის კენჭის ყრას აღარ გეგმავდა, აღმოსავლეთ ევროპის პროფკავშირების ხელმძღვანელის პოსტის გამო. აგლაძის თქმით, ოქიტაშვილი ნაციონალური მოძრაობის მეთოდებით იბრძვის და მისი ბინძური კამპანია იმთავითვე განწირულია წაგებისთვის. “გუშინ ვნახე ჩემი ყოფილი კოლეგები, ყველას განწყობა ვიცი, მათთვის მიუღებელია ოქიტაშვილის ბინძური კამპანია და ემიჯნებიან მას.”

პროფესიული კავშირების ხელმძღვანელობის ერთ-ეთმა კანდიდატმა, დავით ოქიტაშვილმა მოქმედი ხელმძღვანელი და კანდიდატი ირაკლი პეტრიაშვილი ნაციონალური მოძრაობის დავალებების შესრულებასა და სანდრო გირგვილიანის მკვლელობაში ბრალდებულ გია ალანიასთან მეგობრობაში დაადანაშაულა.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნები 15 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები