საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები დაიწყება

“მზის გოგონები“ („Girls on the Sun”)-ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ქართულ-ფრანგულ-კოპროდუქციას, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions მუშაობს. ახალი ფილმის გადაღებები კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.
ფილმის სიუჟეტი ქურთისტანში ვითარდება, სადაც 2 განსხვავებული ქალის ცხოვრება იკვეთება. მთავარი გმირი ბაჰარი ქურთების, ქალთა ბატალიონის “მზის გოგონების ხელმძღვანელია”, ხოლო ფრანგი ჟურნალისტი მატილდა, მიმდინარე მოვლენების გაშუქებითაა დაკავებული.
აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებები, რომელიც სექტემბრის ბოლოს დაიწყება, ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც 840-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ხოლო, ფილმის ლოკაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ლოკაციები, კერძოდ: ახალციხესა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიები შეირჩა.
კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უფროდაუფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს. პროექტის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში უკვე 6 ფილმი გადაიღეს. ხოლო 2 ფილმის გადაღება სულ მალე დაიწყება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები