Agile Spirit 2017-ის მონაწილეთათვის კონცერტი გაიმართა

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით, ახალციხეში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა.
საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში ჩართული სამხედრო მოსამსახურეების წინაშე ქართველი მომღერლები – ოთო ნემსაძე, მაკა ზამბახიძე და ნუცა ბუზალაძე წარსდგნენ. მომღერლებმა საკუთარი რეპერტუარიდან ქართული და უცხოური სიმღერები შეასრულეს.
საერთაშორისო სწავლება „Agile Spirit 2017“ ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ოფიციალურად დღეს გაიხსნა. წვრთნები საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით იმართება. სამხედრო სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები