“ბატონო უჩა, ჩემი თხოვნაა, მოიქეცით ისე, როგორც ეს თქვენს თანამდებობრივ პოზიციას ეკადრება”

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მიერ საქართველოში გახშირებულ ხანძრების თაობაზე გამოთქმულ ვარაუდს, ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება და ომბუდსმენს მწვავედ აკრიტიკებს:
„ადამიანის უფლებების დამცველი რომ ხართ და გაქვთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ჩვენზე უკეთ გაიგოთ, რას ამბობს გამოძიება, რატომ არ გაქვთ ინფორმაცია, ამის შესახებ, თავად თქვენ და თუკი გამოძიებისგან პასუხს ელოდებით, მაშინ ვერ გავიგე, რას ელით ჩვენგან?!.. – ჩვენ რა, საგაფიცვო კომიტეტს შევქმნით და ვინმე ძალოვან ჩინოვნიკს თვალებს დავთხრით, თუ რას ელით კონკრეტულად “ფრენდებისგან” მართლა ვერ გავიგე?!…. იმიტომ თუ დასვით ეს კითხვა, რომ თქვენს 5 ათას ფრენდში, პოლიტიკური გემოვნებისა და აღშფოთების ხარისხი გინდათ გაიგოთ, გეტყვით პირადად, რომ აღშფოთებისა და გაკვირვების უნარი, მგონი კარგა ხანია დავკარგე, რადგანაც პირადად თქვენ, როგორც სახალხო დამცველი, ყველა ადამიანის უფლების დაცვას, თანაბარი ინტერესით არასდროს ეკიდებით და ამის შესახებ ცნობილია საზოგადოებისთვის, დამამტკიცებელი უამრავი ფაქტებიც არსებობს… იმასაც გეტყვით, რომ თქვენთან პოლემიკას ცხოვრებაში არ გავიფიქრებდი, მაგრამ ამ სტატუსის დაწერას, ჩემის აზრით, გერჩიათ თქვენვე დაგესვათ კითხვები გამოძიებისთვის და ჩვენთვის პასუხები თავად გეცნობებინათ, რა ეტაპზეა გამოძიება და არიან თუ არა ეჭვმიტანილები, ხანძრის განზრახ გაჩენის მცდელობისთვის?!… მგონი ლოგიკასთან ეს პოზიცია უფრო ახლოსაა, ვიდრე აქ, თქვენს მიერ გამოკითხვების ჩატარებაა… რამე არსებითის გაკეთება უფრო ლოგიკური იქნება თქვენი მხრიდან … ბატონო უჩა, ჩემი თხოვნაა, მოიქეცით ისე, როგორც ეს თქვენს თანამდებობრივ პოზიციას ეკადრება და არა ისე, როგორც რიგით ფეისმომხმარებელს ….. კარგი იქნება, უფრო მეტად ინფორმირებული თუ გახდებით როგორც სახალხო დამცველი და ასევე, ნიჰილიზმის შემცველ გამოკითხვებს თუ არ ჩაატარებდით აქ, ესეც ძალიან კარგი იქნებოდა… ამას გეუბნებით, როგორც თქვენი რიგითი ფრენდი და არა ჟურნალისტი“, – წერს დარეჯან ლიპარტელიანი.
ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოში გახშირებულ ხანძრებს შემდეგი შინაარსის პოსტით გამოეხმაურა. “თითქმის 5 ათასი მეგობარი ხართ აქ და მაინტერესებს, ვის გჯერათ რომ ეს ხანძრები შემთხვევით ჩნდება? პ.ს. და თუ არავის გჯერათ გამოძიება რას ამბობს? შსს და სუს-ის გამოძიების შედეგებს ველოდები.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები