ალექსანდრე ჯეჯელავა: თბილისის სკოლების ნაწილში ვაშლების დარიგების პროცესი სექტემბერში ამოქმედდება

„თბილისის სკოლების ნაწილში ვაშლების დარიგების პროცესი სექტემბერში ამოქმედდება“ – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
მინისტრმა სკოლებში ვაშლის დარიგება ბავშვების კვების რაციონის შემდგენლობაში ჯანსაღი საკვები პროდუქტების აუცილებლობით ახსნა.
„ეს არის ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ნაწილი და შესაბამისად, სექტემბრიდან დაწყებული დეკემბრამდე მართლაც, ზოგიერთ თბილისის მსხვილ სკოლაში კვირაში ერთხელ ასეთი კამპანია გვექნება. ჩვენი მიზანია, ბავშვების ყურადღება სასუნავებიდან და შაქრიანი სასმელებიდან ჯანსაღ საკვებზე გადავიტანოთ. პროექტი უკვე მზად არის და სექტემბრიდან ამოქმედდება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები