როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

უახლოესი ორი დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო და ცხელი ამინდი შენარჩუნდება, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
დასავლეთ საქართველოში ჰაერი 30-დან 35 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთში 37 გრადუსამდე. მისი თქმით, 7 სექტემბერს, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და აგრილდება. ჰაერი 24-დან 29 გრადუსამდე გათბება. მოსალოდნელია ქარის გაძლიერება.
„8 სექტემბერს გამოიდარებს, თუმცა გრილი ამინდი კვლავ შენარჩუნდება, 9-10 სექტემბერს კვლავ მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი“, – აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები