„აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა წითელა და წითურა”, – პაატა იმნაძე მშობლებს რეკომენდაციას აძლევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მშობლებს, ინფექციური ტიპის ვირუსებთან დაკავშირებით რეკომენდაციას აძლევს.
პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომის სეზონზე, მაშინ, როდესაც ბავშვები სკოლებსა და ბაღებში ბრუნდებიან, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ისეთ დაავადებებზე, როგორიც არის წითელა და წითურა. მისი თქმით, პროფილაქტიკისთვის მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, არის თუ არა ბავშვი აცრილი.
„ სკოლაში, თუ რაიმე სახის გეგმიური აცრა გამოტოვებული აქვს მოზარდს, ასეთ დროს აუცილებელია, რომ ბავშვი აიცრას. სხვა მხრივ, ამ პერიოდში, განსაკუთრებული არაფერი ხდება’’, – განაცხადა პაატა იმნაძემ. ამასთან, მისივე თქმით, ნაწლავური, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები,შესაძლოა, შემოდგომის სეზონზეც გაგრძელდეს, ამიტომ პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები