“ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთის პარტიული სიის მეორე ნომრად გიორგი ღურჯუმელიძე წარადგინა
ოზურგეთის ორგანიზაციის პარტიული სიის მეორე ნომრად “ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, გიორგი ღურჯუმელიძე წარადგინა.
ამჯერად, „ოცნება“ ახალი მოწვევის საკრებულოში, არჩევანს ახალგაზრდა კადრებზე აკეთებს.
პროფესიით ეკონომისტი, 29 წლის გიორგი ღურჯუმელიძე 2012 წლიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
2006 – 2010 წლებში წარმატებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. 2012 წლიდან პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში იკავებდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებს.
ის საზოგადოებამ გაიცნო, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, განათლებულ, პერსპექტიულ, მიზანმიმართულ, პრინციპულ საჯარო მოხელედ, რომელიც გარშემომყოფებში მაღალი რეპუტაციით და ავტორიტეტით სარგებლობს.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.