ტურისტთა რეკორდული რაოდენობა აგვისტოში, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ ერთ თვეში მილიონს გადააჭარბა

2017 წლის აგვისტოში საქართველოს 1,080,449 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 232,068-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +27.4%)-ია. აგვისტოს თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 573,368 შეადგინა, რაც 122,721-ით მეტია 2016 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +27.2%).
საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ზაფხულის სეზონზე. ივნისი-აგვისტოს მონაცემებით საქართველოს 2,729,429 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, რაც 597,527-ით მეტია გასული წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით. (ზრდა +28%) რაც შეეხება იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს ზაფხულის სეზონზე 1,421,031 შეადგინა, რაც 350,168-ით მეტია გასული წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით (ზრდა +32.7%)
8 თვეში საქართველოს 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია
2017 წლის იანვარი – აგვისტოს მონაცემებით საქართველოს 5,059,106 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 804,263-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.9%)-ია.
იანვარი – აგვისტოს მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 2,402,699 შეადგინა, რაც 546,537-ით მეტია 2016 წლის იანვარი – აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +29.4%).
2017 წლის იანვარ – აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4%), სომხეთიდან (+16.8%), რუსეთიდან (+33.9%), თურქეთიდან (-6,6%) და ირანიდან (+141.9%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – აგვისტო გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +38%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +31% და საფრანგეთი +29%.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +196%, ქუვეითი +178%, ირანი +142% და ინდოეთი +99%.
ქვეყანა 2016: იანვარი -აგვისტო 2017: იანვარი – აგვისტო ცვლილება ცვლილება %
1 აზერბაიჯანი 1,039,991 1,148,484 108493 10.4%
2 სომხეთი 943,389 1,101,479 158090 16.8%
3 რუსეთი 713,728 955,475 241747 33.9%
4 თურქეთი 870,773 813,039 -57734 -6.6%
5 ირანი 91,282 220,810 129528 141.9%
6 უკრაინა 117,357 135,325 17968 15.3%
7 ისრაელი 60,437 84,555 24118 39.9%
8 საუდის არაბეთი 15,565 46,140 30575 196.4%
9 ყაზახეთი 36,276 42,332 6056 16.7%
10 პოლონეთი 31,019 37,226 6207 20.0%
11 ინდოეთი 18,302 36,403 18101 98.9%
12 გერმანია 26,441 35,010 8569 32.4%
13 ბელარუსი 26,449 34,723 8274 31.3%
14 ა შ შ 23,547 29,869 6322 26.8%
15 გაერთიანებული სამეფო 12,899 16,933 4034 31.3%
მონაცემები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები