დაბა თამარისის მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

2017 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება დაბა თამარისის მაცხოვრებლებისთვის. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და ძალისხმევით დასახლებაში ათეული წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაბა თამარისის წყალსადენის ამორტიზებული დამწნეხი მილდენის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 5 კილომეტრიანი სიგრძის მთავარი დამწნეხი მილსადენი.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელების შედეგად დაბა თამარისის მოსახლეობას საგრძნობლად გაუუმჯობესდება წყლის მიწოდების გრაფიკი და სასმელი წყლის ხარისხი.
,, დღეს მოვინახულეთ მიმდინარე სამუშაოები დაბა თამარისში, რომელიც ვფიქრობთ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. ადგილობრივ მაცხოვრებლებს პრაქტიკულად 25 წელია სასმელი წყალი ნორმალურად არ მიეწოდებოდა. ჩვენი ძალისხმევით ეს საკითხი წელსვე გადაწყდება, რითაც დაბა თამარისის მოსახლეობას ათეული წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოუგვარდება”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები