სოფელ ყარაჯალაში ხანძარი გაჩნდა – დამწვარია 1500 კვადრატული მეტრის ფართობი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ხანძარი გაჩნდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს ეკიდა. ხანძრის შედეგად 1500 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველთა 5 ჯგუფი იყო ჩართული. ამ დროისთვის, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები