სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში, ხანძარი ლოკალიზებულია
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში, ხანძარი ლოკალიზებულია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ, მათ შორის, ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ვერტმფრენი. ამ დროისათვის, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
„ათეულობით მეხანძრე-მაშველი ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან და თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან მდებარე ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. რთული რელიეფის გამო, ორივე ლოკაციაზე, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია – საქართველოს 2 და ირანის კუთვნილი 2 ვერტმფრენი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.