თუშეთში ცეცხლის კერების ნაწილი ლოკალიზებულია
თუშეთში მდებარე სოფელ ხახაბოში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები დილიდან განახლდა. მეხანძრე – მაშველებმა ცეცხლის კერების ნაწილის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა რთული რელიეფის და ქარის გამო, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცოტა ხნის წინ პროცესში საჰაერო ავიაცია ჩაერთო. სტიქიის ზონაში დილიდან მუშაობს ცოცხალი ძალა.
შეგახსენებთ, რომ ხახაბოს ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, მეხის ჩამოვარდნა ყოფილიყო. ცეცხლი, დაახლოებით, 15 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.