ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენები დილიდან ჩაერთვებიან

სამივე ლოკაციაზე დაბინდების გამო ავიაციამ მუშაობა შეაჩერა.-ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომელიც ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობდა, დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდა.

მთა-თუშეთში ხანძრის ჩაქრობის პროცესში მუშაობას ვერტმფრენი დილიდან განაახლებს.

ხანძრის ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა, დაახლოებით 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებული არ არის. ხანძრის ადგილზე ხვალ ცოცხალი ძალის გაზრდა იგეგმება.

ხანძრებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები