ზუგდიდის გამგეობის სოციალური პროგრამებით, აგვისტოს თვეში, 601-მა ბენეფიციარმა ისარგებლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, 601-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, ხანდაზმულთა, მარტოხელა მოხუცებთა და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამით 21-მა ბენეფიაცრმა ისარგებლა. გახარჯულია 2700 ლარი, მათ შორის: 1500 ლარი – 15 მარტოხელა მოხუცზე (თითოეულს 100 ლარის ოდენობით), 1200 ლარი – 6 სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარის ოჯახზე (თითოეულს 200 ლარის ოდენობით).
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამაზე გაიხარჯა 1500 ლარი: 400 ლარი მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 2 ვეტერანზე (ყოველთვიურად თითოეულს 200 ლარის ოდენობით), 1000 ლარი – 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული მეომრის ოჯახის ფინანსურ მხარდაჭერაზე, 100 ლარი – 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების საფლავების შესამკობად შეძენილი ყვავილების თაიგულებისთვის.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამაზე გაიხარჯა 2200 ლარი: 200 ლარი 1 სოციალურად დაუცველ ოჯახზე, პირველი შვილის შეძენასთან დაკავშირებით. 600 ლარი – 2 მარტოხელა მშობელზე (თითოეულს 300 ლარის ოდენობით). 800 ლარი- 4 მრავალშვილიან ოჯახზე (თითოეულს 200 ლარის ოდენობით). 600 ლარი – 2 დედ-მამით ობოლ ბავშვზე (თითოეულს 300 ლარის ოდენობით).
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამაზე გაიხარჯა 3900 ლარი: 400 ლარი 2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე (თითოეულს 200 ლარის ოდენობით). 400 ლარი – 4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე (თითოეულს 100 ლარის ოდენობით). 3100 ლარი – შშმ პირთა და უმწეო კატეგორიის მარტოხელა მოხუცების მომვლელისათვის (ყოველთვიურად 31 ბენეფიციარს 100 ლარის ოდენობით).
მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამაზე გაიხარჯა 1000 ლარი. 1000 ლარი – 5 მარჩენალდაკარგულ ბენეფიციარზე (თითოეულს 200 ლარის ოდენობით).
სოფელ ხურჩის მოსახლეობის, უმწეო კატეგორიის სტუდენტთა და დიალიზის პროგრამაზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების თანადაფინანსების პროგრამაზე გაიხარჯა 5185 ლარი: 3600 ლარი – დიალიზის პროგრამაზე მყოფ 36 ბენეფიციარზე (ყოველთვიურად თითოეულს 100 ლარის ოდენობით). 1585 ლარი – სოფელ ხურჩის მოსახლეობის მგზავრობის ღირებულების თანადაფინანსება(დაახლოებით 450 ბენეფიციარი).
სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამაზე გაიხარჯა 5431.8 ლარი: 3531.8 ლარი – ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 7 ოჯახზე (თითოეულს 300-1000 ლარის ფარგლებში). 1900 ლარი – 19 ბენეფიციარის ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის (ყოველთვიურად თითოეულს 100 ლარის ოდენობით).
დევნილთა მხარდაჭერის პროგრამაზე გაიხარჯა 1800 ლარი: 600 ლარი – 3 გარდაცვლილი დევნილის ოჯახზე (თითოეულს 200 ლარის ოდენობით). 1200 ლარი – მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე და სოციალურად დაუცველ 12 დევნილზე (თითოეულს 100 ლარის ოდენობით).
უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამიდან გაიხარჯა 43196 ლარი, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები