პეტრო პოროშენკო: სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო დაბრუნების საკითხით უნდა დაკავდეს შსს, სამიგრაციო და სასაზღვრო სამსახურები

სააკაშვილთან დაკავშირებით, მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, ისევე, როგორც სხვა მოქალაქეებთან დაკავშირებით.-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
პოროშენკოს განმარტება, სააკაშვილის მიერ, გუშინ გავრცელებულ განცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბრისთვის გეგმავს.
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება იქნება, როგორც ნებისმიერი პირისადმი, რომელმაც არასარწმუნო მონაცემები წარმოადგინა. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება.
„სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო დაბრუნების საკითხით უნდა დაკავდეს შსს, სამიგრაციო და სასაზღვრო სამსახურები“ – განაცხადა პოროშენკომ.
მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიაში დოკუმენტები წარადგინა, აღმოჩნდა, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის გაფორმებისას წარმოდგენილი იყო არასარწმუნო, ან გაყალბებული ინფორმაცია. შესაბამისად, კომისიას უნდა ემოქმედა კანონთან და კონსტიტუციასთან შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები