საბურთალოს რაიონის ნაწილს ალტერანტიული კვების წყარო ექნება

კომპანია  “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სოფელ დიღომთან, ცენტრალურ მაგისტრალურ ქსელზე, ევროსტანდარტის შესაბამის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს.
შედეგად, დიდი დიღმის მიკრორაიონებს, ვაშლიჯვრისა და ბენდუქიძის დასახლებებს,  წყალმომარაგების ალტერნატიული კვების წყარო ექნება. აღნიშნულ მკვებავ ქსელზე დამონტაჟებული თანამედროვე ტიპის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული წყალმომარაგების შეზღუდვის გარეშე უზრუნველყოფს  ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციებს ახორციელებს.
აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 1-ელ სექტემბერს  21:00 საათიდან, ხვალ, 2 სექტემბრის, დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: 

ბენდუქიძის, ზემო ვეძისის და ვაშლიჯვრის დასახლებას; გოთუას, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის „ცხელი ხაზის“ – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით –  www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები