ზესტაფონის ტერიტორიაზე არსებულ დასვენების ადგილებში ე.წ. პარკის სკამების განახლების პროცესი დაიწყება
ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე არსებულ დასვენების ადგილებში – ,,ირინეს პარკსა“ და ცენტრალურ სკვერებში ე.წ. პარკის სკამების განახლების პროცესი დაიწყება.
ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის გამგეობა ავრცელებს.
რეკრეაციული ზონების მოწესრიგების სამუშაოებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი უზრუნველყოფს, რომელმაც ტენდერის საფუძველზე შერჩეული მომწოდებლისაგან 19 300 ლარამდე ღირებულების 55 ერთეული ,,პარკის სკამის“ ჩაბარების პროცედურები უკვე განახორციელა. თუჯის ფრაგმენტებისა და მესაკუთრე ქალაქის აღმნიშვნელი წარწერის მქონე ახალი სკამების დასვენების ადგილებში შეტანას ააიპ ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი“ 1კვირის ვადაში დაასრულებს.