ბათუმში მომხდარი ავარიისას 8 წლის ბავშვი დაშავდა

ბათუმში, მახინჯაურის მონაკვეთზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 8 წლის ბავშვი დაშავდა.
მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მოზარდს დაჟეჟილობა აღენიშნება.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა. მომხდარის გამო ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო მოძრაობა შეზღუდული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები