დავით ნარმანია: ზურაბ ნეფარიძე არ იყო პოლიტიკურად აქტიური

დედაქალაქის მერი საკრებულოს დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის დაკავებას, მის პოლიტიკურ აქტივობასთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.
„ის მაინცდამაინც მაღალი პოლიტიკური აქტივობით გამორჩეული არ იყო. არ მგონია, მსგავს რამესთან გვქონდეს საქმე. მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიება გვეტყვის შედეგს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ამავე საქმეში მასთან ერთად ბრალდებულია მისი ცოლისდა და ასევე თანამშრომელი, ანა მენთეშაშვილი.
ბრალდებული ამტკიცებს, რომ დაკავება მის პოლიტიკურ აქტივობებს უკავშირდებოდა.
გამოძიება მას ქრთამის აღების საქმეში შუამავლობას ედავება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა გუშინ შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თითოეულს 11-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები