სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილი მივიდა
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაცია მიმდინარეობს, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მივიდა.
ინტრონიზაციის ცერემონიას ესწრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები და მინისტრთა კაბინეტის წევრები. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ინტრონიზაციასთან დაკავშირებით მსახურება 10:00 საათზე დაიწყო.
ცნობისთვის, საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი გუშინ აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა.