ტრამპმა შესაძლო მემკვიდრეები დაასახელა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ვადის ამოწურვის შემდეგ რესპუბლიკელებს შეუძლიათ, ქვეყნის სამართავად „იდეალური გუნდი“ წარმოადგინონ.
The Hill-ის ცნობით, მან მომავალ არჩევნებში ძლიერ კონკურენტებად ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დაასახელა.
„იდეალურად ჟღერს საარჩევნო ბიულეტენისთვის: ჯეიდი და მარკო. იდეალური კანდიდატები. სხვათა შორის, მე მჯერა, რომ ისინი ოცნების გუნდი არიან“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რესპუბლიკელებს ახალი საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევა 2028 წლის ნოემბრის არჩევნებამდე მოუწევთ, რადგან აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, ტრამპს მესამე ვადით კენჭისყრა ეკრძალება.