გურიის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს
გურიის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს. სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე მერაბ ჭანუყვაძე დაინიშნა.
მერაბ ჭანუყვაძე 2013-2014 წლებში გუბერნატორის პირველი მოადგილე იყო.
გუბერნატორის პოსტის დაკავებამდე ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ხელმძღვანელობდა.
მერაბ ჭანუყვაძემდე გურიის გუბერნატორის თანამდებობა გია სალუქვაძეს ეკავა.