საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების თარიღი დღეს გამოაცხადა. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის  21 ოქტომბერს გაიმართება.
არჩევნების დანიშვნის შესახებ ოფიციალური აქტი არჩევნებამდე 60 დღით ადრე გამოიცემა, რის შემდეგაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება.

არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები