გიორგი ვოლსკი: ბევრი რეზოლუცია მიიღეს საქართველოს მიმართ და ყველასთვის ნათელია, რომ ისინი ემსახურება ნგრევას, რომელიც საქართველოში უნდა მოხდეს

“ბევრი რეზოლუცია მიიღეს საქართველოს მიმართ და ყველასთვის ნათელია, რომ ისინი ემსახურება ნგრევას, რომელიც საქართველოში უნდა მოხდეს და ჩვენ, ჩვენი ახალგაზრდები ბრძოლის ველზე უნდა გავრეკოთ, სისხლი უნდა დაიღვაროს იმდენი, რამდენიც საჭიროა იმ ინტერესების რეალიზაციისთვის, რომელიც კონკრეტულ პირებს და ლობისტებს გააჩნიათ”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის რეზოლუციებზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

“ძალიან ცუდია, რომ ამაში ქართველად წოდებული ადამიანები არიან ჩართული. ერთი გვახსოვდეს, რომ არ შეცვლილა ინტერესები და აბსოლუტურად არავის აინტერესებს სიმართლე. ამას ხან ორმაგ სტანდარტს ვეძახით, ხან ჩანაფიქრს, ხან კონსპირაციას, მაგრამ ყველა უხდება. რა საკვირველია, ინტერესი იმისა, რომ რუსეთთან გლობალურ დაპირისპირებაში საქართველომ შეასრულოს თავისი როლი, თვითონ კი დაინგრეს, მაგრამ დაპირისპირებულ მხარეს გარკვეული უპირატესობა მოუტანოს, დღის წესრიგში რჩება და ნებისმიერი რეზოლუცია ამას ემსახურება”,- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები