ლავროვის თქმით, დასავლეთს ევრაზიაში საკუთარი წესების დამყარება სურს

კონტინენტთაშორისი ინტეგრაციის განვითარების ნაცვლად, დასავლეთი ევრაზიის ქვეყნების ერთმანეთთან კამათით არის დაინტერესებული, მას კონტინენტზე საკუთარი წესების დამყარება სურს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ისინი [დასავლეთი] დაინტერესებულნი არიან თქვენი დაკავებით, ერთმანეთთან ჩხუბით, იმის ნაცვლად, რომ მნიშვნელოვანზე გაამახვილონ ყურადღება… ამით ვგულისხმობ ევრაზიული კონტინენტთაშორისი ინტეგრაციის განვითარებას. დასავლეთს ეს საერთოდ არ სურს. დასავლეთს სურს ევრაზიაში საკუთარი წესების დამყარება“, – განაცხადა ლავროვმა RT India-სთან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები