გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს ხანძართან ბრძოლაში თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან დახმარება ექნება

საქართველოს ხანძართან ბრძოლაში თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან დახმარება ექნება, ტექნიკა მუშაობას დილიდან დაიწყებს – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სტიქიის ზონიდან “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აღნიშნულ საკითხზე უკვე ესაუბრა თურქულ და აზერბაიჯანულ მხარეებს და დამატებითი ტექნიკის მობილიზებაზე თანხმობა მიღებული აქვთ.
„ყველა კერაზე, რომელზეც ინფორმაციაა შემოსული, გაგზავნილია სახანძრო ბრიგადები. რაც შეეხება ყველაზე დიდ კერას, იქ საკმაოდ მასშტაბურია ცეცხლი.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან, ამისთვის შესაბამისი ძალები გაგვაჩნია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები