ბორჯომის ხეობაში ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია

არის ძლიერი ქარი და იმის საშიშროება, რომ ახალი კერები კიდევ გაჩნდეს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს ბორჯომის ხეობაში განუცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს.
რაც შეეხება ახალ კერებს, მინისტრის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მუშაობს ცოცხალი ძალა, თუმცა რელიეფიდან გამომდინარე ჭირს ტექნიკის მიყვანა.
ამ დროისათვის, ადგილზე პრემიერ-მინისტრს ელოდებიან, რის შემდეგაც საგანგებოდ შექმნილ შტაბში თათბირი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები