გიორგი კვირიკაშვილის დავალებით ხანძრის პრობლემის გამო საგანგებო შტაბი შეიქმნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის გამო, საგანგებო შტაბი შეიქმნა.
შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები. საგანგებო შტაბი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ დროისთვის ადგილზე 250-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. რთული ხილვადობის გამო კი აზერბაიჯანულმა და ქართულმა ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს.