რთული ხილვადობის გამო დაბაში ვერტმფრენებმა მუშაობა შეწყვიტეს

ღამისა და რთული ხილვადობის გამო, აზერბაიჯანიდან გამოგზავნილმა ვერტმფრენმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ხანძრის ქრობის სამუშაოები შეწყვიტეს, – ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი, თორნიკე გვაზავა ადასტურებს.
„ღამე არ არის შესაძლებელი ლოკალიზება. ვერტმფრენის საშუალებით ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებული იყო. თუმცა ქარმა ხანძრის კერები გააღვივა. ვერტმფრენმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა”, – განაცხადა გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები