სოფელ დაბასთან, ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანული ვერტმფრენი უკვე ჩაერთო

ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანულმა ვერტმფრენმა საქართველოს ტერიტორია გადმოკვეთა. სოფელ დაბასთან ხანძარს ქარი აძლიერებს, გაზრდილია მეხანძრე მაშველების რაოდენობაც.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გადასვლის საშიშროება არ არსებობს.
„აზერბაიჯანულმა ვერტმფრენმა უკვე დაზვერა ტერიტორია, შევიყვანეთ დამატებითი ტექნიკა და მეხანძრე მაშველების რიცხვი 250 გავზარდეთ. ხანძრის ჩაქრობას ართულებს, ძლიერი ქარიც. დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება არ არის. ახალი კერები არ გაჩენილა, ლოკალიზება მიმდინარეობს უკვე არსებულ კერებზე.“-განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები