“საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ვინც იქ ისვენებს, ცხელ ხაზზე იყო შემოსული ზარები”

„საქართველოს მოქალაქეები მიწისძვრის შედეგად არ დაშავებულან, ცხელ ხაზზე იყო შემოსული ზარები და ძირითადად, შიშის მომენტი ჰქონდათ“, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ცხელ ხაზზე შემოსული ზარები ძირითადად, შიშის საფუძველზე იყო.
”მიწისძვრის ეპიცენტრი იყო საბერძნეთის მხარეს, ეგეოსის ზღვაზე და თურქეთში, კერძოდ ბოდრუმში, საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა 6,3 ბალი დაფიქსირდა. თურქეთში დაზიანებულია ძველი შენობები და რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის.  სულ 90 ადამიანია დაშავებული. შეინიშნებოდა შიში და პანიკური მდგომარეობა. ღამის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ვინც იქ ისვენებს, ცხელ ხაზზე იყო შემოსული ზარები და ძირითადად, შიშის მომენტი ჰქონდათ. საქართველოს მოქალაქეები მიწისძვრის შედეგად არ დაშავებულან”, – განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები