ირანის მოქალაქეს მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-141-ე მუხლით (ხუთი ეპიზოდი).
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის იანვარსა და თებერვალში, ჰ.ქ-მ ახალციხეში, 16 წელს მიუღწეველ ხუთ ბიჭს, რომლებსაც მობილური ტელეფონის ნომრები მოტყუებით გამოართვა, უკავშირდებოდა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახის სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა. სამართალდამცველებმა ჰ.ქ. ბრალდებულის სახით, 2017 წლის 8 მარტს დააკავეს.
სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ჰ.ქ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები