ოზურგეთში ორი მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

ოზურგეთში ორი მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთში მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუხსენეს, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი ორივე მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შსს- ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები