საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა აჭარის ბიზნესფორუმი გახსნეს

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად დღეს ბათუმში უკრაინა-საქართველოს საინვესტიციო ბიზნესფორუმი გახსნეს.
გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს და საქართველოსა და უკრაინაში ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე 250-მდებიზნესწარმომადგენელს სიტყვით მიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პეტრო პოროშენკოს დღევანდელი დღისთვის და განაცხადა, რომ იგი ქართველი და უკრაინელი ხალხის ერთობისდა თანხმობის, თანამოაზრეობის ერთერთი ყველაზე სერიოზული სულისჩამდგმელია.
“გუშინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, მაგრამ დღევანდელი დღე ემოციური ილუსტრაციააუკრაინელების და ქართველების მომავლის ერთიანი ხედვისა.
ჩვენ დღეს ვიყავით ოკუპაციის ხაზზე და მან იქ წარმოთქვა სიტყვები, რომელიც ერთდროულად იმ ტრაგედიის ზუსტი ასახვაა რაც ხდება ოკუპაციის ხაზზე, მაგრამ ამავდროულად იმ მომავალი პერსპექტივის ყველაზე რეალისტური და ოპტიმისტური ხედვაა, რომელიც ამ ორ მებრძოლ ხალხს გვაერთიანებს.

ბატონმა პეტრომ თქვა, რომ ოკუპაციის ხაზს მიღმა არის წარსული, ცრემლები და უპერსპექტივობა და დანარჩენი საქართველო ეს არის მაგალითი იმისა, როგორვითარდება თავისუფალი ქვეყანა, რომელმაც გააკეთა ევროპული არჩევანი. მართლაც, დღევანდელი დღის ერთერთი ყველაზე მშვენიერი დასასრული ბათუმში ესბიზნესშეკრებაა.

ვიკრიბებით ქალაქში, რომელიც სავსეა იდეებით, ინიციატივებით, მომავლის ხედვით, პერსპექტივებით და ამ თვალსაზრისით თქვენი აქ ყოფნა სხვადასხვაქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელთა აქ ყოფნა ალბათ არის ყველაზე საინტერესო ილუსტრაცია მომავალი თანამშრომლობებისათვის”, – აღნიშნა გიორგიმარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რეგიონის ხელმძღვანელს ზურაბ პატარაძეს, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს ახალპროექტებზე.

გიორგი მარგველაშვილმა ფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს მიმართა და მოუწოდა მათ კარგად შეისწავლონ საქართველოს და აჭარის პოტენციალი, რადგან საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ის ძალა, რომელიც ამუშავებს სახელმწიფოს, რომელიც ქმნის მომავლის პერსპექტივასსწორედ ბიზნესია. – ბიზნესი წყვეტს დასაქმებას, ბიზნესი წყვეტს ეკონომიკურ ზრდას, ბიზნესი წყვეტს და გაძლევს სოციალური პრობლემების გადაწყვეტისსაშუალებას და ბიზნესი ქმნის იმ გარემოს, რომელიც ავითარებს ჩვენს სახელმწიფოებს.

“საქართველო და უკრაინა ბიზნესის თვალსაზრისით ორივე ნათლად ევროპული ორიენტაციის ქვეყანაა. შესაბამისად, ორივე ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებისხელმომწერია, ორივე ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის მქონეა ევროპასთან, ორივე ქვეყანას აქვს თავისუფალი, უვიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნებთან.

შესაბამისად, როგორც ქართველი ბიზნესმენებისთვის უკრაინაში, ისევე უკრაინელი ბიზნესმენებისთვის საქართველოში ერთნაირად გასაგები, პროგნოზირებადიდა საინტერესო გარემოა.

დღეს ჩვენი აქ ყოფნა ნიშანია იმისა, რა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ თქვენს მოღვაწეობას, თქვენს ნოვატორულ იდეებს, თქვენს თანამშრომლობისშესაძლებლობებს.

მე ვიცი, რომ თქვენს შორის შედგება ბიზნესურთიერთობის არაერთი ფორმატი”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პეტრო პოროშენკო აჭარის ბიზნესფორუმის მონაწილეებს ქართულად მიესალმა და აღნიშნა, რომ ვიზიტის განმავლობაში, დარწმუნდა, რომ ქართველებსა დაუკრაინელებზე ახლოს ერთმანეთთან არავინაა.

“ეს ორი დღე იყო ყველაზე ნათელი ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ მივიღეთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების, პრეზიდენტების, მთავრობების ურთიერთობების უპირობოდადასტურება, არამედ ჩვენი ერების სტრატეგიული ურთიერთობის დასტურიც. ჩვენ მებრძოლი, მაგრამ ამავდროულად მშენებელი ქვეყნები ვართ. დღეს უკრაინადა საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერები არიან.

ჩვენ ჩავატარეთ ძალიან ბევრი რეფორმა და კარდინალურად შევცვალეთ ქვეყანა. უკრაინელებმა და ქართველებმა მიიღეს უვიზო მიმოსვლა. მაგრამ, მე გთხოვთძვირფასო მეგობრებო, არ გავამარტივოთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა – ეს არ არის მხოლოდ შესაძლებლობა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისათვისგადაკვეთონ ევროკავშირის საზღვარი ბიომეტრიული პასპორტით, არა – ნუ ამარტივებთ ამას, ეს არის საბოლოო დამშვიდობება საბჭოთა კავშირთან და რუსეთისიმპერიასთან და ჩვენ ვბრუნდებით ევროპული ერების ოჯახში”, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველო – უკრაინის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოტენციალზე ისაუბრა და ინვესტორებსა და უკარაინელ ტურისტებს საქართველოს შესაძლებლობების აღმოჩენისაკენ მოუწოდა.

საინვესტიციო ფორუმზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალური პრეზენტაცია გამართა და ფორუმის მონაწილეებს რეგიონის საინვესტიციოპოტენციალზე, აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე და რეგიონის ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებზე დეტალურიინფორმაცია მიაწოდა.

ფორუმის მონაწილეებს აჭარის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პოტენციალის გაცნობის საშუალებაც მიეცათ. ფორუმზე აჭარისუცხოენოვანი საინვესტიციო ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო.

დღესვე, ფორუმის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ხელი მოაწერეს აჭარისავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და ოდესის ოლქს (უკრაინას) შორის 2017-2019 წლების თანამშრომლობის განვითარების გეგმას, რომელიც აჭარისავტონომიურ რესპუბლიკასა და ოდესის რეგიონს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ფორუმის ფარგლებში, ქართულ და უკრაინულ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართება, სადაც მხარეები სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსგანიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები