ბექა ოდიშარია: თენგიზ ფხალაძე შეურაცხყოფას აყენებს დიპლომატიურ კორპუსს

დეპუტატ ბექა ოდიშარიას განცხადებით, თენგიზ ფხალაძე შეურაცხყოფას აყენებს დიპლომატიურ კორპუსს.
საინტერესოა, იგივეს გაიმეორებენ თუ არა “ევროპული საქართველოს” განცხადებაზე პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ოპოზიციონერთა განცხადებაში ნათლადაა მოთხოვნილი დიპლომატიური კორპუსის მიმართ, რომ მათი მოვალეობაა არა ხელისუფლების და საკონსტიტუციო კომისიის, არამედ ოპოზიციის ტენდენციური პოზიცია გააცნონ საერთაშორისო საზოგადოებას. ვფიქრობ, ეს იქნება გარკვეული ტესტი პრეზიდენტისთვის, რომელიც სამწუხაროდ, არ ერიდება, დააბრალოს ირაკლი კობახიძეს პარტიული დავალებების გაცემა და მრავალი სხვა. ასევე, არ ერიდება, მასთან ერთად, ირიბი შეურაცხყოფა მიაყენოს საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, რომელიც  მადლობა ღმერთს, ობიექტურად გამოირჩევა ინტელექტუალი პროფესიონალების მრავალრიცხოვნებით, რაც პრაქტიკულად, გამორიცხავს მათთან ინსტრუქციების ენით საუბარს. პარლამენტის თავმჯდომარე საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარეა, ისევე, როგორც პრეზიდენტი და ელჩები წარმოადგენენ ქვეყანას და არა პარტიებს და ვისურვებდი, რომ ინსტიტუციებმა მეტი წინდახედულობა გამოიჩინონ და პატივი სცენ საქართველოს და უაპელაციო განცხადებებით არ დააკნინონ  ჩვენი ქვეყნის ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე”, – ამბობს ბექა ოდიშარია.
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ამბასადორიალზე გაკეთებული განცხადებები „ელჩებისთვის პარტიული დავალებების მიცემად“ შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები