დეპუტატი თვლის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დესტრუქციულ პოლიტიკურ სპეკულაციას აგრძელებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაცია აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკურ სპეკულაციას, რაც არათავსებადია, სახელმწიფოს მეთაურის მაღალ სტატუსთან.

 “სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ იზიარებს ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ევროპელი მეგობრების პოზიტიურ პათოსს და აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკურ სპეკულაციას, რაც არათავსებადია, პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მაღალ სტატუსთან. როგორც ჩანს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზოგიერთ თანამშრომელს ბოლომდე არ აქვს გააზრებული საჯარო მოხელის პასუხისმგებლობის მასშტაბი და სამსახურეობრივი ეტიკეტის ფარგლები. მოუწოდებ ყველას, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციას: ადეკვატურად შეხვდნენ პროგრესულ ნაბიჯებს, რომელსაც პარლამენტი სრულად და განსაკუთრებით მისი თავმჯდომარე დგამს საკანონმდებლო სივრცის გაუმჯობესებისთვის. ქვეყნის ძირითადი კანონი ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის არც დიპლომატიური კორპუსი წარმოადგენს გამონაკლისს, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ჩვენს უცხოელ მეგობრებთან კომუნიკაცია და მათთვის არსებული რეალობის გაცნობა. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზოგიერთი ჩინოვნიკის მხრიდან ასეთი უტაქტო და დაუფიქრებელი განცხადებები ყოვლად მიუღებელია. გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში, პრეზიდენტი მეტ ძალისხმევას გაიღებს იმისთვის რომ მისი ადმინისტრაციის მოხელეები უკეთ გაერკვნენ კონკრეტულ ვითარებაში და რაც ასევე მთავარია დაიცვან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ურთიერთობის საყოველთაოდ მიღებული, დიპლომატიური ეტიკეტი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებზე საქართველოს მასშტაბით საყოველთაო–სახალხო განხილვები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები