შალვა ხუციშვილი: მაქსიმალურად კონტროლდება ქვეყნიდან გასული პირების შესახებ მონაცემები

“ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით 45 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა, რაც შეეხება სამთვიანი ვადის გადაჭარბებას, ამის მაჩვენებელი, დიდ რისკებს არ შეიცავს. 150-მდე ადამიანი საზღვრიდან იქნა გამობრუნებული“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა,  გასული პირების შესახებ მონაცემები მაქსიმალურად კონტროლდება.
“ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ გასული პირების შესახებ მონაცემებს. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ის რისკები, რაც ორგანიზებული დანაშაულის ან თუნდაც უკანონო მიგრაციის კუთხით შეიძლება იყოს, მაქსიმალურად მუდმივ კონტროლზეა და თუ რაღაც იქნება სარისკო, ჩვენი მხრიდან ყველა ზომა ტარდება იმისთვის, რომ პრევენციულად ვიმუშაოთ. გარდა ამისა, ჩვენ გავააქტიურეთ თანამშრომლობა ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოსთან და უკვე თვის ბოლოს, ჩვენ ვგეგმავთ დამატებით მოლაპარაკებებს, რომ ხელშეკრულება, რომელიც გვაქვს საზღვრის დაცვის სააგენტოსთან, გადაიხედოს და უფრო ეფექტურები ვიყოთ, მათთან თანამშრომლობის კუთხით”, – განაცხადა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით გაჩერება ვიზის გარეშე შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები