თელავში მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

თელავში, ალაზნის გამზირზე მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი გამთენიისას, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, იმ დროს სახლში მხოლოდ გარდაცვლილის ბებია იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, ისინი მისმა ყვირილმა გამოაღვიძა და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ ტაქსოპარკში მძღოლად მუშაობდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები